გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ყაჩაღობის დროს მოკლეს. მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია
შემდეგი სტატია“ჩეხეთის რკინიგზამ” უარი განაცხადა “ყოველდღიური მეგზურის” გავრცელებაზე ყირიმის და აფხაზეთის გამო