გორის მერიას 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

გორის მერიას გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. გორის რაიონულმა სასამართლომ სამსახურში ერთი წლის წინ გორის ტურისტული სააგენტოდან გათავისუფლებული 5 თანამშრომელი სამსახურში აღადგინა და გორის მერიას სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ტურისტული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ცერცვაძის თქმით მერიას 20 ათას ლარამდე თანხის გადახდა უახლოეს პერიოდში მოუწევს.
როგორც ,,თაიმერის“ კორესპონდენტი იტყობინება პავლე სანაია, დავით მაზმიშვილი, გია ჭარუაშვილი, ანზორ ხინჩიკაშვილი და ნუკრი მაჭავარიანი სამსახურში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში აპირებენ. თუმცა როგორც ტურისტული განვითარების სააგეტოს ხელმძღვანელი ამბობს მათი ადგილები უკვე დაკავებულია. გიული ქუთათლაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასარჩივრებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას შემდგ იმსჯელებს როდესაც განჩინებას ჩაიბარებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ გორის მერიაში და ამბობენ რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ როდესაც სასამართლოს განჩინებას ჩაიბარებენ.

ტურისტული განვითარების სააგენტოდან 2015 წლის მაისის თვეში მაშინდელმა ხელმძღვანელმა ზაზა კოშაძემ სამსახურიდან 10 თანამშრომელი გაათავისუფლა თუმცა, სამსახურში აღდგენის თაობაზე დავა მხოლოდ ხუთმა მათგანმა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საარჩევნო სიებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს