გორი და მცხეთა – მთავარი საარჩევნო ტატამი

gugმცხეთის მაჟორიტარობისთვის გიორგი გუგავა იბრძოლებს – რა კომპრომატები აქვთ „ლეიბორისტებს“ ჩოჩელზე და რა სკანდალში გაეხვევა გუბერნატორი ზეიკიძე

 

გახურდა, გახურდა, დიახ, საარჩევნო კამპანია გახურდა და თანდათან ის საარჩევნო ოლქებიც იკვეთება, სადაც 8 ქოტომბერს არჩევნები კი არა, არამედ, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ხუმრობენ, ტატამი იქნება, ტატამი! საარჩევნო ტატამზე ბრძოლა კი ყველაზე დრამატულად, მცხეთის, საგარეჯოს, ზუგდიდისა და კიდევ რამდენიმე რაიონის გარდა, ალბათ, გორში წარიმართება, სადაც მაჟორიტარად კენჭს თავდაცვის ორი ექსმინსტრი, ანუ ორი ირაკლი იყრის, თუმცა ვიდრე გორის საარჩევნო ანატომიას განვიხილავთ, „თაიმერი“ ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაგაცნობთ.

მაშ ასე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მცხეთის საარჩევნო ოლქში ლეიბორისტული პარტია მაჟორიტარად გიორგი გუგავას წარადგენს. მცხეთა, როგორც „თაიმერი“ უკვე წერდა, გუგავას გარეშეც დიდი ბატალიების მოლოდინში იყო, ახლა კი, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან ამ რაიონის მოსახლეობის გულისმოგებას „ქართული ოცნებიდან“ მოქმედი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ცდილობს, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ახალგაზრდა ინვესტორი კონსტანტინე მორგოშია, დამოუკიდებლად კი – ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.

ჩოჩელისა და „ლეიბორისტების“ მძიმე ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგალითად, მეხსიერებას თუ ძალას დავატანთ, გავიხსენებთ 2011 წლის წლის პირველ დეკადას, როცა ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. მაშინ  „ლეიბორისტებმა“ და მათმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჩოჩელის სახლთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს – ცხვრის ჩონჩხი მიიტანეს.

უფრო მეტიც, ნათელაშვილმა ჩოჩელს ჯაყო უწოდა და განაცხადა: რეგიონზე ზრუნვის ნაცვლად, ჯაყო ჩოჩელი მოსახლეობას ატყავებს. სასახლე, რომელიც 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული და იტალიური მარმარილოებითაა მოპირკეთებული, მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით აქვს. სააკაშვილმა მას ლუდის, კანფეტების, პლასტმასის, ბეტონის და ახლა უკვე ხორცის ბიზნესის მონოპოლიაც მისცა. ნიშნავს ეს თუ არა ხალხის გატყავებას?“.

gugavaaaaaa

 

„ლეიბორისტების“ პერფორმანსი ამით არ დამთავრებულა – მათ ჩოჩელის სახლიდან ღვინო და „მჟავე“ გამოუტანეს, რასაც, როგორც მაშინდელი პრესა იუწყებოდა, შრომის პარტიის წარმომადგენელთა მძაფრი რექცია მოჰყვა.

ასე რომ, მას შემდეგ, რაც გიორგი გუგავა მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდება, „ლეიბორისტები“ მსგავს აქცია-პერფორმანსებს, ალბათ, მრავლად მოაწყობენ. წინასწარ ვერ ვიტყვით, ჩოჩელის სახლთან ამჯერად რომელი შინაური ცხოველის ჩონჩხს მიიტანენ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ „ლეიბორისტები“ ჩოჩელს ახალ ბრალდებას წაუყენებენ და თუ ადრე მიშას ბიზნესმენს ეძახდნენ, ახლა „ოცნების“ ბიზნესმენს დაუძახებენ. საამისოდ მცხეთაში, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ფონი უკვე შექმნილია. ზოგადად, „ლეიბორისტების“, მით უმეტეს, გუგავას გადაკიდება, რომელსაც პოლიტიკოები ნათელაშვილის კონსაც ეძახიან, კარგის მომტანი არავისთვის არის, თან გასათვალისწინებელია, რომ ჩოჩელს, რომელიც იმ ბიზნესმენთაგანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავიდან „ოცნების“ ნავში გადაპორტირდა, ნათელაშვილის „პოლიტიკური მათრახი“ გამოცდილი ქვს.

oqru

სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილმა ამ თემაზე მწვავე განცხადება უკვე გააკეთა და ის ბიზნესმენები დაასახელა, რომლებიც აქამდე „ნაციონალებთან“ იყვნენ, ახლა კი, „ოცნებიდან“ აპირებენ პარლამენტში შესვლას. ამ სიაში პირველი ადგილი ჩოცელს უკავია.

„ციგნის ფოსტა“ ხომ გაგგიათ? აი, მცხეთაში ზუსტად ასეთი ფოსტა „მუშაობს“ – ჩოჩელის ხალხი დადის და ამბობს, რომ მათ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ დაავალათ, რომ ჩოჩელის სასარგებლოდ იმუშაონ. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ჩემს ახლობელს ისიც უთხრეს, რომ ზეიკიძემ ჩოჩელის სასარგებლოდ მუშაობის „პრიკაზი“ უშუალო პრემიერისგან მიიღონ. ჩემი მცხეთელი ახლობლებისგან ისიც გავიგე, რომ ქსოვრისის დეპუტატი ყოფილა, გოჩა თუ გელა ლაბაური, რომელიც გუბერატორთან კარგ ურთიერთობაშია და ეს პიროვნება, „იავნად“ არა, მაგრამ ჩოჩელის საარჩევნო კამპანიაში „ლევად“ არის ჩართული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მცხეთაში ყველა ხვდება, რომ „ოცნება“ ხუნდაძის სასარგებლოდ არ მუშაობს,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც თავისი მწრამსითა და მსოფლმხედველობით უფრო „ოცნების“ მხარდამჭერია, ვიდრე – რომელიმე სხვა პარტიის.

ჩვენი წყარო, გარდა მცხეთისა, საინტერესო კულუარულ ინფორმაციებს, როგორც თავში აღვნიშნეთ, გორთან დაკავშირებითაც გვაწვდის და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ გორის რაიონში კენჭს მაჟორიტარად იყრის, „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.

asw

 

„დაახლოებით, თვენახევრის წინ, მქოდა ინფორმაცია, რომ მმართველმა პარტიამ გორის მაჟორიტარობა საზოგადოებისთვის ერთ-ერთ კარგად ცნობილ ადამიანს შესთავაზა, რომელიც ამ ეტაპზე პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა. ამ ადამიანმა შეთავაზება მიიღო, მაგრამ შიოშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ რომ დატოვა, ალასანიამ, პრინციპში, პენალტი დაარტყა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ შიოშვილი, რომელიც „თავდემებისგან“ გორის მაჟორიტარად უკვე დასახელებული იყო, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ჰაერზე არ მიიღებდა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მას რამე უფრო ხელსაყრელი შესთავაზეს, ვიდრე გორის მაჟორიტარობაა. ალბათ, ასეთი გათვლა იყო, რომ ალასანია ცაიტ-ნოტში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ადამიანი, ვისაც „ოცნება“ გორის მაჟორიტარობას უპირებდა, ალასანიას ვერ დაამარცხებს. ამიტომ, მგონია, რომ მოვლენები ასე განვითარდება: მმართველი პარტია თავის მაჟორიტარს დაასახელებს, მაგრამ სინამდვილეში, ირაკლი ოქრუაშვილზე იმუშავებს, ანუ ზუსტად ის ვარიანტია, რაც მცხეთაში – „ოცნების“ კანდიდატი კი არის ხუნდაძე, მაგრამ სამთავრობო გუნდის „ვერხუშკა“ ჩოჩელის წიქსვილზე დაასხამს წყალს,“ – გამოთქვამს თავის გონივრულ ეჭვს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინფორმატორი.

 

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი
შემდეგი სტატიამოსკოვი თბილისს და კიევს რუსული აგრესიის მსხვერპლის როლის სიმულირებაში სდებს ბრალს