Google-ს თანამშრომლები მებრძოლი რობოტებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეწყვეტას ითხოვენ

google-ს 3 ათასზე მეტმა თანამშრომელმა კორპორაციის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა, სადაც ისინი მოითხოვენ Google-მა უარი თქვს პენტაგონის პროგრამაში მონაწილეობაზე, რომელიც საომარი უპილოტოებისთვის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას ეხება. Project Maven-ი, რომელსაც აპროტესტებენ თანამშრომლები, გამოსახულების ანალიზის ალგორითმის შემუშავებაა, რომელსაც დრონებიდან მიიღებენ, რომ დარტყმების სიზუსტე უფრო მაღალი გახდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს პროქტებში მონაწილეობა კომპანიის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. “ვთვლით, რომ Google არ უნდა იყოს ბიზნესში, რომელიც ომთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ვთხოვთ კომპანიას, დახუროს Project Maven” – ნათქვამია წერილში, რომლის ადრესატია კორპორაციის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი.
გარდა ამისა, წერილის ავტორები კორპორაციას სთხოვენ ისე დაარეგულიროს საქმიანობა, რომ მისმა ვერც ერთმა პარტნიორმა ვერ შეძლოს საომარი ტექნიკის პროექტებში მოანწილეობის მიღება.

New York Times-ის ინფორმაციით, წერილს ხელს აწერს 3100 თანამშრომელი, მათ შორის, ტოპ მენეჯერები. სულ კომპანიაში 88 ათასი თანამშრომელია.
საპასუხო წერილში კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია, რომელზეც ახლა Google მუშაობს, შეიარაღებასთან არ არის დაკავშირებული. თუმცა, წერილის ავტორები თვლიან, რომ ინტერნეტ-გიგანტი მომხმარებლების ნდობას ბოროტად იყენებს.

ის, რომ Google პენტაგონს უფლებას აძლევს თავისი რამდენიმე ტექნოლოგია სამხედრო პროექტის ფარგლებში გამოიყენოს, პირველად საიტმა Gizmodo გამოაქვეყნა, რაც, მოგვიანებით დაადასტურა კორპორაციამ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო დონბასში ომის ფორმატს ცვლის
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პოლიციამ იულია სკრიპალის განცხადება გამოაქვეყნა