გონიოში ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია განახლდა

გონიოს სანაპიროზე სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია დღეს დილით, 07.00 საათიდან განახლდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო ძებნის ოპერაცია წუხელ რამდენიმე საათით იყო შეწყვეტილი.

გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგული ჯარისკაცების ახლობლები და ოჯახის წევრებიც.

ამასთან, გონიოში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქულ მხარესთან, რათა თურქეთის სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები სამძებრო ოპერაციებში ჩეართონ. თურქული მხარე სამძებრო ოპერაციაში სავარუდოდ დღეს ჩაერთვება.

დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს გონიოში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიების გაერთიანება, ამომრჩეველს გადაწყვეტილებას გაუადვილებს”
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში” დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა