გონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში თურქული ხომალდი ჩაერთო

სწავლების დროს დაკარგული კურსანტების ძებნის ოპერაციაში თურქული ხომალდი Minehunter- ი ჩაერთო.

ხომალდი გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. Minehunter-ზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მინისტრი ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა.

სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი,ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.

თურქულმა ხომალდმა ძებნის ოპერაცია უკვე დაიწყო. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები და ნათესავები.
შარაძის მამა თავდაცვის მინისტრისგანდაპირების შესრულებას ელოდება, რაც საქმის გამოძიებას გულისხმობს.

“მადლიერი ვარ თავდაცვის მინისტრის, შეასრულა დაპირება, გემი შემოვიდა და მომეცა იმედი, რომ ჩემი შვილი წყალში არ დარჩება, მოიძებნება”- აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.
შავ ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
შემდეგი სტატიალევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდზე იმყოფება