გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე შსს-მ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა

​შსს-მ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ოთხი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: რატომ დააკავა ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, შსს–მ სუბელიანი?!
შემდეგი სტატიასენაკში სუსის თანამშრომელი ფარული თვალთვალის ფაქტზე გამოიჭირეს