გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა. სოფელ კობაძესთან მანქანა გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა.

banner
წინა სტატიაშილადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება
შემდეგი სტატიაბევრნი უნდა ვიყოთ! – სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მასობრივად მიიღონ