გოკა გაბაშვილი: ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს

news
: news თებერვალი 4, 2016 16:44

გოკა გაბაშვილი: ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის ეკონონომიკურ ხედვას ეთანხმება. სინამდვილეში მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს, – ამ სიტყვებით ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

“დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია განზრახვა ცინიკური ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ არამხოლოდ სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება. ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო და ბრძანა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა ინდივიდები. არისტოტელემ თქვა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა მოქალაქეები და ეს ფორმულირება სწორედაც რომ უხდება დღევანდელობას, რადგან ამ ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი – ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათვამი იყო, რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც ერთი ადამიანის ახირება მართავს.

ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოთქვამდე ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდორზერებით გლეჯდნენ და ივანიშვილის ეზოში გადაჰქონდათ, რადგან მას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები. ესაა რეალური ვითარება, რომლის ფონზეც თავისუფლების დახვეწა ცინიზმია.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის ეკონონმიკურ ხედვას ეთანხმება. სინამდვილეში მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს. ნეპოტიზმით გაბერილია ხარჯები, უამრავი თანხა იხარჯება გაზრდილ ბიუროკრატიაზე. ასეთივე პრობლემაა რეგულაციები, რომელიც ეკონომიკას ამუხრუჭებს და სამწუხაროდ, პრეზიდენტს ამისთვის ვეტო არ დაუდია.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს. იგივე გადასახადების გაზრდა, უაზრო რეგულაციები, რაც ბიზნესს აკოტრებს და საერთო ჯამში ეკონომიკურ განვითარებაზე ცუდად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ექსპორტი მცირდება და ესაა ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგი.

პრობლემაა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის პრობლემები მიჩუმათებულია და ესეც ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგია, იმ საგარეო პოლიტიკის, რასაც “ოცნება” აწარმოებს.

ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს,”-განაცხადა გაბაშვილმა.

news
: news თებერვალი 4, 2016 16:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics