გოგონა, რომელიც ალეპოდან “ტვიტერ”-ზე წერდა, ერდორანს შეხვდა

7 წლის სირიელი გოგონა, ბანა ალაბედი, რომელიც ცნობილი გახდა “ტვიტერზე” ალეპოდან ინფორმაციების გავრცელებით, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდორანს შეხვდა. ალეპოში ომის დროს გოგონას დედა ერდოღანს დახმარებას სთხოვდა.

გოგონამ საკუთარ ბლოგზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ერდოღანთან პრეზიდენტის სასახლეშია. ერთ-ერთ ფოტოზე ის და მისი პატარა ძმა ერდოღანის მუხლებზე სხედან, უფროსები კი მათ უკან დგანან.
გოგონამ “ტვიტერზე” გამოქვეყნება სექტემბერში დაიწყო, როცა ბაშარ ასადის ჯარმა ალეპოზე შეტევა დაიწყო. ბანა ალეპოს ისტორიებს ინგლისურ ენაზე წერდა. მას ეხმარებოდა დედა, რომელიც ინგლისურის მასწავლებელია.

banner
წინა სტატიაშიერდორანმა რუსეთის ელჩის მკვლელს გიულენის მომხრე უწოდა
შემდეგი სტატიაფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ