(video)გოგი თოფაძე:”თინა ხიდაშელი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი”

“თინა ხიდაშელი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი, რადგან მისი კანდიდატურა ამ პოსტზე შეუფერებელია“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ „ობიექტივის “ პირდაპირ ეთერში გააკეთა. გოგი თოფაძე თვლის, რომ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ადგილობრივ არჩევნებში უხეშმა ჩარევამ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების თვალში იმიჯი შეულახა და ამომრჩეველს არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი დაუკარგა.

“ჯარისკაცების ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, დისლოკაცია, კვება დიდ ხარჯებს მოითხოვდა და ასე მდიდარიც არ არის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო , რომ თანხები არამიზნობრივად დაეხარჯა. თუ მინისტრი იტყვის, რომ მის გარეშე გაკეთდა ეს ცვლილება, მაშინ გამოდის, რომ იგი სუსტი მინისტრია და სამინისტროში სადავეებს ვერ ფლობს -განაცხადა გოგი თოფაძემ „ობიექტივის“ „საღამოს თოქ-შოუში“.

https://youtu.be/HHGe7qGbFL8

 

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე არ გამორიცხავს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს სასამართლოსგან კონკრეტული გარანტიები აქვთ მიღებული
შემდეგი სტატია“მე ძველებურად ვთვლი, რომ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი