გოგი თოფაძეს ადგილს პარლამენტში მისივე დის შვილი დაიკავებს

გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შემთხვევაში ზაზა ჭილაძე შეცვლის. ზაზა ჭილაძე ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ვაჟი და გოგი თოფაძის დის შვილია.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს.
როგორც თოფაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“რ2”-ის დროებითი მმართველები გასაჩივრების ეტაპების გავლამდე მოვალეობის შესრულებას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა