გოგა ხაჩიძე: გოგი თოფაძემ არ უნდა დატოვოს მანდატი, არ უნდა წავიდეს პარლამენტიდან

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, გოგი თოფაძემ პარლამენტის მანდატი არ უნდა დატოვოს და უნდა დარჩეს იმის მაგალითად თუ რას ნიშნავს მისნაირი აზროვნება და როგორი ადამიანი შეიძლება მოხვდეს პარლამენტში:

„გოგი თოფაძემ არ უნდა დატოვოს მანდატი, არ უნდა წავიდეს პარლამენტიდან, პირიქით ახალი პარლამენტის არჩევამდე ასე ცოცხალ მონუმენტად უნდა იყოს პარლამენტში , რათა საზოგადოებას ქონდეს საშუალება კარგად დაინახოს, რა არის ეს აზროვნება და როგორი ადამიანი შეიძლება იყოს მათი წარმომადგენელი“- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მიტოვებული
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე სუს-ის თანამშრომლებს მის თვალთვალში ადანაშაულებს