გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თეა წულუკიანსაც ადანაშაულებს

პარტია “მრეწველების” ლიდერი, გოგი თოფაძე , საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში , იუსტიციის მინისტრსაც ადანაშაულებს. თოფაძე საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დეტალებს იხსენებს და იმ სქემას ყვება, რითიც “რესპუბლიკელებმა” არჩევნები “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს, მოუგეს. თოფაძის ამბობს, რომ, არსებული გეგმა იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, გამართულ თათბირზე გადაწყდა.

„ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ – განაცხადა თოფაძემ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის მოქმედებებს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ასეთი ქმედება დღევანდელ ხელისუფლებას „წინ დახვდება“,”-განაცხადა თოფაძემ

banner
წინა სტატიაშილიბიაში გატაცებული სერბეთის საელჩოს თანამშრომლები აშშ-ს ავიადარტყმებს ემსხვერპლნენ
შემდეგი სტატიაბაიდენმა პოროშენკოს და იაცენიუკს გაერთიანებისა და ნდობის გამტკიცებისკენ მოუწოდა