გოგი თოფაძე: ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ

ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი, – ამის შესახებს ”მრეწველთა პარტიის” ლიდერმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ საქართველო მაშინ დადგება ძლიერი, როცა თავის ბედს თვითონ ქართველი ხალხი და ქართველი ხელისუფლება გადაწყვეტს, – განაცხადა გოგი თოფაძემ. 25 წელია, რაც მრჩეველების ჩამოსვლამ, აბსტრაქტულმა შემოთავაზებებმა დაანგრია ჩვენი სოფელი, მრეწველობა და საერთოდ ეკონომიკა.  ჩვენ ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი აგრესიული მეზობელი გვყავს, ძალიან მძლავრი. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით და მუქარით ჩვენ ვერ მივაღწევთ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფრო დიპლომატიურად, ცოტა მოვეფეროთ შეიძლება – რაც ხდება დიპლომატიაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ, პატრიოტული სულისკვეთების გუნდი”, – განაცხადა გოგი თოფაძემ და განმარტა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებები.

გოგი თოფაძე ასევე გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული განწყობის პოლიტიკოსები არსებობენ.

”ვკითხოთ არჩილ გეგეშიძეს არიან თუ არა პროამერიკული ძალები საქართველოში, თუ ის ელჩად ზის ამერიკაში და არ იცის აქ რა ხდება და რამდენად ფინანსდება შეერთებული შტატებიდან არასამთავრობოები და ბევრი პოლიტიკური პარტია? უნდა იცოდეს ელჩმა, თუ არადა, ჩამოვიდეს სქართველოში. იმიტომ არ არის ის ელჩად გაგზავნილი, რომ ასეთი არაობიექტური განცხადებები გააკეთოს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: „რუსთავი 2“ უნდა დამშვიდდეს, „რუსთავი 2“ იქნება მშვიდად და მშვენივრად
შემდეგი სტატიასოხუმის ხელისუფლება მდინარე ენგურზე გადასასვლელების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს