გოგი თათუხაშვილი: მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ დაიღვრებოდა სისხლი

“მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ დაიღვრებოდა სისხლი, რომ ორივე მხრიდან იქნებოდა დანაკარგი. საქართველოს ყველა ჯარისკაცი და სპეცნაზელი ჩემი შვილია. მე თავად საქართველოს ჯარისკაცი ვარ. მიუხედავად ჩემს მიერ ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განცხადებისა, ზუსტად ნახევარ საათში დაიწყეს ნამდვილი შეტევა. მე, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ წინა განცხადებაში ვითხოვე ‘საქმეში” ჩარევა, რათა მეწარმოებინა სამშვიდობო მოლაპარაკება ე.წ. “ტერორისტებთან”. ამასთანავე განვაცხადე, რომ მთლიანად პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი. ვინ არ დამეთანხმა ან ვინ არ დაიჯერა , თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამას… ფაქტი სახეზეა… ამავდროულად ჩემთვის ნათელია, რომ აქ ადგილი ჰქონდა რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ სცენარს…

ჩემთვის გაურკვეველია ერთი რამ, რატომ არ იღებენ ხმას პარტიის ლიდერები, პოლიტსაბჭოს წევრები, და სხვა პოლიტიკოსები? ყველა , რომ ერთად დამდგარიყო სისხლისღვრა ხომ არ მოხდებოდა? ნუთუ აუცილებელია, რომ ბიძინა ოლიგარქმა დააფინანსოს მათი განცხადებები? საქმე იმაშია, რომ მათი შვილები არც ჯარში მსახურობენ და არც სპეცნაზში და ისევ ჩვენს შვილებს სწირავენ.”

 

პატივისცემით, გოგი თათუხაშვილი 

banner
წინა სტატიაშიაფხაზი სეპარატისტები იორდანიაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებიან
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი: “რუსთავი 2” ურეკავდა და აღვიძებდა მთავრობას…