გოგი თათუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ომის ვეტერანთა შეწყალებაზე რომ გავაკეთე განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტიებს, მედიას მივმართე, ივანიშვილის მიერ მართული ტელევიზიები არ დაინტერესდნენ ჩემი განცხადებით, არც მაშინ გაუშუქებიათ, როდესაც ამ განცხადების მხარდამჭერი 18 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას პეტიციით მიადგა. დღეს, როდესაც ბაჩო ახალაიამ უარი განაცხადა შეწყალებაზე, რატომღაც ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს…
კიდევ ერთხელ, უმონტაჟოდ და ღიად ვაცხადებ: მე არც ,,წითელი” ვარ, არც ,,ცისფერი”, რასაც ვამბობ, უსამართლობისადმი პროტესტი მალაპარაკებს… ბოლო 25 წლის მანძილზე ქართველი ძალოვანები, ვეტერანები განიცდიან ტერორს, დევნას, უყურადღებობას. მათ უსამართლოდ ასამართლებენ, უსჯიან, აწამებენ, კლავენ და ა.შ. .. ამიტომაც ჩამოვთვალე რამდენიმე უსამართლოდ დასჯილი ომის ვეტერანი და ვითხოვე ამინისტია ამ კატეგორიის ადამიანებზე. მათ შორის არ იყო ბაჩო ახალაია, რადგანაც ჩემთვის ცნობილი იყო ბაჩოს და მისი ოჯახის აზრი. ..
კონკრეტულ სიებზე და სხვა ფორმალობებზე იმუშავა მხარდამჭერმა 18 ორგანიზაციამ. მადლობა მათ! რადგანაც ამ პეტიციის ავტორებს და არც მე ხელი არ მიგვიწვდება მსჯავრდებულთა სრულ სიებზე, პრეზიდენტისადმი ჩემს მიმართვაში დავწერე, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ამ კატეგორიის ადამიანების სრულ სიებს გააკეთებენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. პეტიციაზე თან დართული მსჯავრდებულთა ჩამონათვალები გაკეთდა ოჯახების შემოხმიანებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული კატეგორიის ხალხს არა აქვთ ინტერნეტი, ტელეფონები…. ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელიც კი…
პრეზიდენტისადმი მიმართვაშიისიც მეწერა, რომ არ გამოვრიცხავ ზოგიერთმა ომის ვეტერანმა შეწყალებაზე უარიც თქვას…
აქვე აღვნიშნავ, რომ ამასობაში ერთ ომის ვეტერანს, გიორგი კრიალაშვილს რომელსაც ჰქონდა მისჯილი ოთხი წელი, გაუვიდა ვადა და აღარ სჭირდება შეწყალება. ასევე ზაალ ლატარიას პირობითი სასჯელის ვადა გაუვიდა და დარჩა მხოლოდ ,,იძულებითი სამუშაოები”. ეს ის ლატარიაა, რომელზეც არაერთგზის ვწერდი, რომელსაც ყველა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკი და არც ერთ პაკეტზე აღმოჩნდა მისი ,,დნმ”. მესმის, რომ ეს იყო რუსეთის დავალება და ივანიშვილის სასამართლო მას არ გაამართლებდა, მაგრამ შეწყალება შესაძლებელია და ა.შ.”

გოგი თათუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ეძებდა ნებისმიერ საბაბს, რომ მე საქართველოში არ ჩამოვეშვი
შემდეგი სტატიავინ თანამშრომლობდა ჰიტლერთან? პოლონურ-უკრაინული სკანდალი