გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

90 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური გარდაიცვალა. გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“; ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“; არის დამდგმელი მხატვარი ფილმის „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნის – „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“.

გოგი ოჩიაურს 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

banner
წინა სტატიაში6,983,756 – “ოცნება”; 646,775 -“ევროპული საქართველო”; 507,730 -“პატრიოტები”- წინასაარჩევნო ხარჯები
შემდეგი სტატიაახალი გამგებლის/მერის არჩევისას სამსახურების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება ავტომატურად აღარ შეუწყდებათ – საკონსტიტუცის გადაწყვეტილება