გოგა ონიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა – ადვოკატი

გოგა ონიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა- ეს განცხადება, ადვოკატ გოგა ონიანის უფლებადამცველმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა გააკეთა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

„სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა იყო მუხლები, სადაც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა, დანარჩენთან კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო, რომლებსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და სწორედ ამით გადაიხადეს საფასური იმ ცრუ ჩვენებაში. მიმაჩნია, რომ განაჩენი არის სრულიად უკანონო, დაცვის მხარე ამას გაასაჩივრებს და იმედია, რომ მომავალ ინსტანციებში დაადასტურებს ამ განაჩენის უკანონობას“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა” – მელია
შემდეგი სტატიამოქმედი საკრებულოს ბოლო სხდომას “ენმ” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება