,,გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება “- უგულავა

გიორგი ონიანის დაკავებას მისი ყოფილი თანაგუნდელი გიგი უგულავა ,,ფეისბუქით” ეხმაურება.

,,გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება – წერტილი. გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.
მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!
პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა”-წერს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიტელეფონის დალომბარდება, თანიხს გამოძალვა და ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის მამაზე – შსს-მ ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად 20 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს – შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია