გოგა ონიანი: თუ ჩემი თანამშრომლების დანაშაული გამოიკვეთება, მზად ვარ, მეორე ტურიდან მოვხსნა კანდიდატურა

მოვუწოდებ შსს-ს, გაასაჯაროოს კადრები და თუ ჩემი თანამშრომლების რაღაც სახის დანაშაული გამოიკვეთება, მზად ვარ, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე ტურიდან საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას, სხვა შემთხვევაში აბუსერიძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ონიანმა ვაზისუბანში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ონიანმა აღნიშნა, პოლიციას უკვე ამოღებული აქვს ვიდეოკადრები და იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.

„შსს ვთხოვ , გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ გიორგი ონიანი და მისი თანამშრომლები არიან მართლები. თუკი გასაჯაროვდება კადრები და თუ ჩემი თანამშრომლების რაღაც სახის დანაშაული გამოიკვეთება მზად ვარ ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე ტურიდან საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას, სხვა შემთხვევაში აბუსერიძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეორე ტურის ლეგიტიმაცია შეუძლებელია ამ ფაქტის გახსნის და ვიდეო კადრების გასაჯაროების გარეშე, თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს მთავრობა, მაშინ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება იქნება უფრო უარყოფითი, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. თუ მათ გონიათ, რომ გიორგი ონიანს ამით შეაშინებენ, მათ ვეტყვი, რომ ისინი გიორგი ონიანს არ იცნობენ. არ დავუშვებ სხვა უბნიდან მოსული აბუსერიძე ურევდეს სიტუაციას უბანში. არ დავუშვებ ფიზიკურად აპირისპირებდეს ერთმანეთს ადამიანებს. რაც შეეხება თვითმხილველებს, მოდი, ნუ შევფუთავთ და ვთქვათ, ეს არის 2030 პროდუსერი. მოდი, ნუ დავუჯერებთ ნურც გიორგი ონიანს, ნურც 2030-ის პროდუსერს და ნურც ირაკლი აბუსერიძეს, მოვთხოვოთ სახელმწიფოს გაასაჯაროოს კადრები და ვნახავთ ვინ რას აკეთებს“, – განაცხადა ონიანმა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული თენგიზ პაპუნაშვილი აცხადებს, ღამით თანაპარტიელებთან ერთად მსუბუქად ნასვამი მიდიოდა ქუჩაში.

“ისაუბრეს, რომ ძალიან ნასვამები იყვნენ და გვაგინებდნენო, ეს არის სიცრუე. მოვდიოდით, შევედით მაღაზიაში, ვიყიდეთ წვენი და სღეჭირი რეზინი, გამოვედით და გავიგეთ ხმა “ნაციონალები” არიან ამათი დედაცო და დაახლოებით 30-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. ამოცნობას შევძლებ მე, სახელები ნამდვილად არ ვიცი”, – განაცხადა თენგიზ პაპუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თბილისობა“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი: “ენმ” გაუფრთხილდა პოლიტიკურ იმიჯს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება