გოძიაშვილის I ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მალე დასრულდება

ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის ქუჩის I ჩიხში საბურთალოს რაიონის გამგეობა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ამ ქუჩაზე რამდენიმე კვირაში გამართული სანიაღვრე და რეაბილიტირებული სასმელი წყლის მილების სისტემა იმუშავებს.

ამორტიზებული წყლის მილების ქსელი და სანიაღვრის არარსებობა ამ უბნის მცხოვრებთა მთავარი პრობლემა იყო. მათი თქმით, მოძველებული მილები დღეში რამდენჯერმე ზიანდებოდა, რის გამოც მუდმივად უწყდებოდათ წყლის მიწოდება, ფუჭდებოდა გზის საფარი და ა.შ.

საბურთალოს რაიონის გამგეობასა და კომპანია GWP-ის შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების პარალელურად, აქ GWP-მ კუთვნილი სასმელი წყლის მილების ქსელის რეაბილიტაციაც დაიწყო.

“სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია, მილები ჩაწყობილია და დარჩენილია მხოლოდ მცირე მონაკვეთების დაერთება”, – განმარტავს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე კახა გავაშელი, რომელიც პირადად უწევს მეთვალყურეობას ობიექტის მშენებლობას.

გოძიაშვილის ჩიხში სანიაღვრე ქსელს კომპანია “დარი” ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ქსელის სავარაუდო სიგრძე 319 მეტრია.

banner
წინა სტატიაშისაკრებულომ დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე დაამტკიცა
შემდეგი სტატიაწალკაში მოკლულის ოჯახის თქმით, ინციდენტში წალკის მოქმედი საკრებულოს დეპუტატი სამსონ თამარიანი მონაწილეობდა