გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მანქანები გამოყვანილია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ყველა მანქანა გამოყვანილია.

უწყების ცნობით 12 ნოემბერს, გამთენიისას, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოახერხა რამდენიმე ავტომანქანამ, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამოიყვანეს.

ამ დროისათვის, გოდერძის უღელტეხილზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამინდის გაუმჯობესებამდე, გაწმენდითი სამუშაოებიც შეჩერებულია, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიამარტოხელა მოხუცის სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა