გოცირიძე: სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ლუჟკოვის მიერ თბილისში გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დათმობა საქართველოსთვის კარგი იქნება, ღირსების არმქონე ხელისუფლების დაცინვაა.

უკრაინაში და აზერბაიჯანში არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებმაც ქვეყნის კანონი დაარღვიეს და მათ ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. პასპორტში არ იყო კანონდარღვევა აღნიშნული და იმიტომ შემოვუშვითო, არის საქართველოს მთავრობის მხრიდან სამარცხვინო თავის მართლება.

სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა და სოციალურ ქსელში სიამაყის ფოტოების გამოფენა“, – წერს რომან გოცირიძე „ფეიქბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში 7 მაისს, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად, ქართულ-არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, წყნეთში ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაში“წარმოიდგინეთ, პრემიერი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს და პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს?!”
შემდეგი სტატია“თქვენ არ იყავით, ნულპროცენტიანი რესპუბლიკური პარტია რომ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით” – ინაშვილი უმრავლესობას