გოჩა სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზედგინიძეს მან თანამშრომლობა პირადად შესთავაზა.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სვანიძის თქმით, არჩევნებში დამარცხებული არავინ არის. “სხვაობა იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ არჩევნების დღევანდელ მონაწილეებს. დამარცხებული არავინ არის”, – აღნიშნა სვანიძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში, გრიპის გართულებული ფორმით რეანიმაციაში 9 პაციენტი რჩება
შემდეგი სტატიააჭარაში, გრიპის გართულებული ფორმით რეანიმაციაში 9 პაციენტი რჩება