გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილი ვეტერანები, ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენას, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას და ვეტერანთა სამსახურში ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით აუდიტის შესვლას მოითხოვენ.

აქციაზე ვეტერანთა დეპარტამენტის მეორე ჯგუფის გამოჩენის შედეგ ვითარება დაიძაბა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვა კობა კობალაძემ და დავით თევზაძემ შეძლეს.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია და საბოლოო გადაწყვეტილებით ვეტერანები მოლაპარაკების მაგიდასთან მომავალ კვირას დასხდებიან.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მეჭიაურისა და ლორთქიფანიძის განცხადებებს შეფასება საზოგადოებამ უკვე მისცა
შემდეგი სტატია(FOTO)როგორ გამოიყურება ურეკის გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი