გმირთა მოედანზე რესტორანის ინციდენტში ბრალდებულის პროცესი დაიწყო

თბილისში, რესტორან “აღაში” მომხდარი დაპირისპირების მონაწილე მომღერლის პროცესი დაიწყო. საქალაქო სასამართლოში თავად ბრალდებულიც მივიდა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას ესწრება. ბრალდების მხარე მომღერალ საბა სამუშიასთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რადგან მათი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა მსგავსი დანაშაული მომავალშიც ჩაიდინოს. დაცვის მხარე კი ითხოვს, სამუშია წინასასამართლო სხდომამდე გირაოთი გათავისუფლდეს.

პროკურორი ასევე აცხადებს, რომ საბა სამუშია რესტორანში მიწვეული მომღერალი არ ყოფილა და ის სუფრის წევრი იყო. სახელმწიფო ბრალდებლის ინფორმაციით, სამუშიამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ცივი იარაღით 4 პირს მიაყენა.

გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

18 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მოულოდნელად გაუარესდა  
შემდეგი სტატია20 იანვარს 19 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ პრემიერა გაიმართება