გლდანში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა. ბანკის თანამშრომლები წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.