გლდანში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს

შეიარაღებული თავდასხმა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე. ყაჩაღობა გლდანის მესამე მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული თანხის წაღება მოახერხეს.
თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლები და 20-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებულ პირს ნიღაბი ეკეთა.
როგორც ცნობილია, „ლიბერთი ბანკის“ აღნიშნული ფილიალი სხვა დროსაც რამდენჯერმე დააყაჩაღეს.
ბანკზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიქართული მართვის მოწმობა შეიძლება იტალიამ და ესპანეთმა აღიარონ
შემდეგი სტატია“თერგის” ქონების, მე-3 პირის მიმართ პასუხისმგებლობა “ჯიპიაიშია” დაზღვეული