გლდანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსი სრულად აღდგენილია

გლდანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსი სრულად აღდგენილიაგლდანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსი სრულად აღდგენილია.დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანიას განცხადებით, კორპუსის დაზიანებული ნაწილი კაპიტალურად არის შეკეთებული.
„როგორც კი დაზიანება მოხდა, ჩვენი მხრიდან, ისევე როგორც სამაშველო სამსახურის მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი. სამაშველო სამსახურის მიერ პირველადი სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყეთ დაზიანებული სართულების აღდგენა. საკმაოდ დიდი იყო ზიანი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა კორპუსი გაკეთდა. კონსტრუქციულად გამაგრდა ის ნაწილები, რომელიც გამაგრებას საჭიროებდა, გაკეთდა ლიფტი, გარემონტდა საცხოვრებელი სახლები, ასე რომ, თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებით, ახლა გაცილებით უფრო მყარია მათი საცხოვრებელი ბინები, ამასთან, გაცილებით უფრო კომფორტული და მოწესრიგებული “, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
12 აპრილს, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გლდანის მე-2 მ/რ-ის 25-ე კორპუსის ბოლო ორი სართული დააზიანა. დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ბინები ამ დროისთვის სრულად აღდგენილია. საცხოვრებელი სახლები მათ გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდათ. ამასთან, სადარბაზოში აღდგა კიბის უჯრედი, ლიფტი და ლიფტის სამართავი ოთახი.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობიდან 233 543 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშირუსები “კავკასუს ონლაინისთვის” ომში ჩაებნენ-კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა “მაგთის” მწვანე შუქი უკვე აუნთო
შემდეგი სტატიაშევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე