გიზო სართანიას ზუგდიდის გამგებლობიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია

saretania„პატრიოტთა“ წარმომადგენელ გიზო სართანიას ზუგდიდის გამგებლობიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია ამის შესახებ „თაიმერს“ თავად პოლიტიკური გაერთიანების – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა, გიზო სართანიამ განუცხადა, რომელიც კენჭს ზუგდიდის გამგებლობაზე იყრის. მისი თქმით, ამ ხმას კონკურენტები უვრცელებენ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. შეგახსენებთ: სართანიამ, რომელიც ზუგდიდის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, პარტია „ქართული ოცნება“ არცთუ დიდი ხნის წინ დატოვა. როგორც მაშინ სართანიამ „თაიმერს“ განუცხადა, მმართველი პარტია ხალხს ატყუებს და აქედან გამომდინარე, ამ პარტიაში დარჩენა აღარ სურდა. „დიდი ხანია, აღმოვაჩინე, რომ მმართველი პარტია ხალხს ატყუებს და ჩემი რამდენიმე საჯარო გამოსვლა ამაზე მიუთითებს. არჩევნების წინ დახმარებას ყველას ჰპირდებიან, მაგრამ მეორე არჩევნებამდე ეს ხალხი ყველას ავიწყდება. ძალიან ბევრი საკითხია, რომლის მოგვარებაც შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ“, – განუცხადა მაშინ „თაიმერს“ სართანიამ. ცნობისთვის: ზუგდიდში გამგებლის არჩევნები 8 ოქტობერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.
banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც მოქალაქე
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” ბოლნისის მაჟორიტარ კანდიდატს კეთილდღეობის სანაცვლოდ კანდიდატურის მოხნას სთავაზობენ