გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებულების რიცხვი 4-მდე გაიზარდა

გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს დაშავებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

ოფიციალური ცნობით კი დაშავებულია ორი გამვლელი, ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

მკურნალი ექიმის თქმით, დაშავებულ ქალბატონს ტრამვა თავის არეში აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა. აფეთქების დროს გივი თარგამაძე საკუთარ მძღოლთან ერთად ავტომობილში იჯდა, თუმცა არც ის და არც მძღოლი არ დაშავებულან. საავადმყოფოშია გადაყვანილი სამი გამვლელი.

https://www.youtube.com/watch?v=fmQ7eloJk0A&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშირისთვის გაგზავნა რუსეთმა სირიაში С-300-ები?
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა