გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე ქართული მხარე ინტერპოლს მიმართავს

ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით, რომელიც მიმალვაშია, უახლოეს მომავალში ინტერპოლს მიმართავს- აცხადებს შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი. პარლამენტშიმ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მღებრიშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აღნიშნულ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

”დადგენილია პირები, რომლებიც მიცემულნი არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვის კვეთა და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცედურები. უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაში„არ მეყოფა დრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო