გივი თარგამაძე შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს

uwyebaგივი თარგამაძე შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე “სვანის” თემაზე, 5 საათზეა დაბარებული.

“ქვეყანაში შემოშვებული ქურდის ნაცვლად შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში დაკითხვაზე მე დამიბარეს”-აცხადებს თარგამაძე.

დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგოგირდის აბანოები სამი დღით იხურება
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: საქართველოს ვალები მშპ-სთან მიმართებაში იზრდება