გივი თარგამაძე: ,,ქართულმა ოცნებამ” დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა

“ქართულმა ოცნებამ დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა,” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ინფორმაცია, რომ მოახლოებული არჩევნებისთვის უპრეცედენტო მობილიზება მიმდინარეობს საქართველოს საზღვრებთან.

„ქართულმა ოცნებამ დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს გაფორმდა. ერთადერთი კონტრაქტი იყო, სადაც დანაპირები ქართულმა ოცნებამ შეასრულა და ამის შედეგია უმძიმესი შიდა კრიმინალური პრობლემი და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ სამყაროს წევრები, რომლებიც მოედნენ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება ე.წ. კანონიერი ქურდებისა. ერთ-ერთი ასეთი შეკრება თურქეთში, ქემარ ფაშას დასახლებაში შედგა,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ, რომელმაც გადაცემა არჩევანში შეკრების დამადასტურებელი ფოტოც წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ე.წ. კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება
შემდეგი სტატიაუკრაინაში დააკავეს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სერგო ღლონტი