„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით დაკითხვაზეა დაბარებული.
შსს-ში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ კომენატრს არ აკეთებენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე არ აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუმცა, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, მას შსს-დან გუშინ დაუკავშირდნენ. იყო შეთანხმება, რომ თარგამაძე 11:00 საათზე უნდა მისულიყო დაკითხვაზე, თუმცა გამომძიებელმა აღარ დაურეკა და თარგამაძე დაკითხვაზე აღარ წასულა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგა გამომძიებელსა და თარგამაძეს შორი და დეპუტატი დღეს 18:00 საათზე მივა დაკითხვაზე.