გივი თარგამაძე: ამჟამად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?

სანამ შს მინისტრი ჩაანალიზებს, სანამ ბატონი კანდიდატი გაეცნობა მინისტრებს, დღეს და ახლა რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვინც ყაჩაღობების მსხვერპლია, ვისაც პენსია არ აქვს, ვისაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღაიარა, რომ დაპირებები უმეტეს შემთხვევაში იყო გადაჭარბებული და არასწორ საექსპერტო დასკვნებს ეფუძნებოდა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ უწყების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა არ არის ზუსტი და მძიმე დანაშაულმა იმატა. ამის დადასტურება მივიღეთ დღეს დილითვე, როდესაც ორმხრივი სროლა გაიმართა პოლიციელებსა და ბანკის გაძარცვაში დამნაშავეებს შორის. აქვე ჩვენ გავიგეთ, რომ შსს-ს აქვს კონცეფცია, რომელიც გაანალიზებაზე არის გათვლილი. თუმცა, სანამ შს მინისტრი ჩაანალიზებს, სანამ ბატონი პრემიერობის კანდიდატი გაეცნობა მინისტრებს, დღეს და ახლა რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვინც ყაჩაღობების მსხვერპლია, ვისაც პენსია არ აქვს, ვისაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს? თქვენს ფრაზეოლოგიაზე რომ გადავიდეთ, ამჟამად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?”, – განაცხადა თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს
შემდეგი სტატია30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი