გიულენთან კავშირის გამო, 800-მდე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

თურქეთის პოლიციამ წუხელ და დღეს დილით 800-მდე ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებსაც ბრალად ფეხტულაჰ გიულერთან კავშირი ედებათ – Hürriyet Daily News-ი ავრცელებს. აღსანიშნავია ის, რომ ეს, უკანასნკელი დროს მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8,5 ათასმა პოლიციელმა. რეიდები ქვეყნის 81 პროვინციაში ჩატარდა.
ფეხტულაჰ გიულენი, ოფიციალური თურქეთის აზრით, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან დგას, რომლის გამოც, სულ, ქვეყანაში 113 ათასი ადამიანია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ანტიიმიგრაციული კანონი დაბლოკა
შემდეგი სტატიამექსიკას აშშ-ს წინააღმდეგ სანქციების შემოღების უფლება დართეს