„გირჩის“ წარმომადგენელთა პროტესტი პარლამენტში (+ფოტო)

4917_b 4918_b

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარტიის წევრმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლის ნებართვის გარეშე მოქალაქის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა არ უნდა იყოს ნებადართული.

გირჩის წარმომადგენლებმა პარლამენტში პლასტმასის ჭიქებში ჩასხმული მუქი ფერის სითხე მიიტანეს. მათ სახელმწიფოს პოლიტიკა და შარდის შემოწმებისას გაღებული ხარჯები გააპროტესტეს.

დეპუტატებმა და მათმა თანამოაზრეებმა კომიტეტის სხდომაზე შემდეგი ტრანსფარანტები გამოფინეს: „1 მოსწავლის წლიური ვაუჩერი 450 GEL, 1 ლიტრი შარდი 6000 GEL”, “წელიწადში სახელმწიფო იბარებს 2500 ლიტრ შარდს“.

banner
წინა სტატიაში“თუ პრეზიდენტს კანონპროექტი დადგენილ ვადაზე ადრე სჭირდება, შეუძლია, თბილისში მობრძანდეს”
შემდეგი სტატიაუჩა ძოძუაშვილი მზადაა „დელტაში“ უფლებამოსილებების შესრულება გააგრძელოს