“გირჩი” მთავრობის ადმინისტრაციას სამაშველო რგოლს უგზავნის და კრიზისის დაძლევის გეგმას სთავაზობს

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში სამაშველო რგოლი გააგზავნა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაა გაწერილი. გირჩში ამბობენ რომ ხელისუფლებას ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უმრავლესობას მათი გეგმა ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია.

ოთხპუნქტიან გეგმაში კანაფის ლეგალიზაციასა და გადასახადების შემცირებაზეცაა საუბარი.

„ეს არის ლარიზაციის შემცირება და პირიქით, დოლარიზაცია, ანუ თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღება. მეორე ეს არის, პრივატიზაცია, ანუ სახელმწიფოს ხელში არსებული უამრავი ქონების განკერძოება და ჩართვა ეკონომიკურ ოპერაციებში, მესამე ეს არის ბიუროკრატიისა და გადასახადების შემცირება და ეს არის ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ალბათ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და უნდა გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დარჩეს მეტი ფული და ეკონომიკამ მუშაობა და ბოლოს ეს არის კანაფის ლეგალიზაცია, რომელიც არის ერთად-ერთი რეცეპტი, თუ ჩვენ გვინდა, რომ 2017 წელშივე ჩვენ გვქონდეს ეკონომიკაში სწრაფი ეფექტი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის