გიორგია გახარია: ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:19

გიორგია გახარია: ტატუნაშვილის  ორგანოების გადმოცემაზე  ვმუშაობთ

მნიშვნელოვანი

  • გიორგია გახარია: ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო რესურსს გამოიყენებს, რომ მოხდეს ოჯახისთვის მისი გადმოცემა.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ მოკლულ ჯარისკაცს სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მათ შორის შესაძლოა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაც.

„რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩავატაროთ, მათ შორისა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც”, – განაცხადა გახარიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics