გიორგი ვოლსკი:ნატო-ს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

volskiმათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშვებელია, ნატო-ს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია-ამ განცხადებას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი აკეთებს. ვოლსკი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განსხვავებულ მოსაზრებებს , “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემხაურება და წერს, რომ ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე.

”ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ერთი მხრივ, ”ჩხავანა კატების” პოზიცია – გვინდა ნატო და არიქა, შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატო-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო! მეორე მხრივ “ვითომ გულწრფელების” დაჩემება – არ გვიღებენ და აღარც რომ ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით – ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც! მესამე მხრივ, “პრაგმატები” და მათთან ერთად თავად ნატო – ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშვებელია, ნატო-ს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაციფუცის გარეშე! ყველაზე რთული, მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ, უკიდურესად დამაზიანებელიც”, – წერს გიორგი ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: მეჭიაურის განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის განცხადება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: მეჭიაურის განცხადება საზიანოა საქართველოს სახელმწიფოსთვის