გიორგი ვოლსკი: ლეონიდ თიბილოვი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელს წარმოადგენს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ლეონიდ თიბილოვის განცხადება, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. გიორგი ვოლსკის თქმით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ბევრ ისეთ საკითხზე საუბრობს, რითაც ცდილობს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელის შთაბეჭდილება დატოვოს.

“მოლაპარაკებები სახელმწიფოთა შორის ამ საკითხზე, რასაკვირველია ძალიან შორის არის იმ მოლაპარაკებებიდან, რომელზეც თიბილოვი საუბრობს და ცდილობს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელს წარმოადგენს. ვფიქრობ, არამარტო გაზის თემაზე, ბევრ სხვა საკითხებზე თიბილოვს აქვს ესეთი განცხადებები, როგორც სახელმწიფოს მეთაურს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების საკითხზე 1 ივლისს მორიგ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის გაზპრომის მიერ უკვე მომზადებულია გაზიფიცირების სქემა.

banner
წინა სტატიაში(video)სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიში წარადგინა „განათლების უფლება გალის რაიონში
შემდეგი სტატიარაში მოატყუა მთავრობამ ხალხი– რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს