გიორგი ვოლსკი : გრიგორი კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს

იქამდე მივედით, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჰაერში გასროლილი, არასერიოზული გამონათქვამი გრიგორი კარასინმაც შეაფასა, თუმცა მან სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო.

“ვითომ მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება, ყურადღება მაინცდამაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს. ამ განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. მომზადება იმას ნიშნავს, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია. ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავ საკითხზე პოლარიზებულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. პრეზიდენტმა წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს, თუ მას პრეტენზია სერიოზულობაზე აქვს”, – დასძინა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი აქვს. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კარასინმა განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრას კარგი მომზადება სჭირდება. „თეორიულად შესაძლებელია ყველა დონის შეხვედრა, მათ შორის უმაღლესი, თუმცა ამისთვის კარგი მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა

banner
წინა სტატიაში10-ლარიანი ვერცხლის მონეტის შეძენა მსურველებს 100 ლარად შეეძლებათ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ