გიორგი ვოლსკი: ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის.
ვოლსკის თქმით, მას ჰქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა.
“დღეს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი დამატებითი ამოცანა გვქონდა შესასრულებელი, ბოლო შტრიხები იყო გასავლელი… ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მე დილასვე გავაფრთხილე საორგანიზაციო განყოფილება, ვისაც, ალბათ, უნდა მოეხსენებინა თავმჯდომარისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე მესაუბრა რამდენიმე დღის წინ და ორშაბათზე შევთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი გეგმა შეგვეცვალა ბოლო პერიოდში – მეგობრებთანაც ვერ წავედი, საინტერესო შეხვედრა გამოვტოვე – ხდება ასეთი რამე ცხოვრებაში და ამისგან პოლიტიკური სკანდალის გაკეთება, ვფიქრობ, მაინც და მაინც ვაჟკაცური საქციელი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მოსიძე: ვიბრძოლებ, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში
შემდეგი სტატია„ცენტრისტების“ რეგისტრაციაზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს”