გიორგი ვაშაძესა და პაატა ბურჭულაძეს შორის კონსულტაციები იმართება

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გუნდში განვითარებული მოვლენები და დაძაბულობა მისთვის მოულოდნელი იყო.

გიორგი ვაშაძე პარტიის ოფისში კონსულტაციებს მართავს, თუმცა პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, დატოვებს თუ არა პოლიტიკურ გაერთიანებას.

„ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ამის შემდეგ გვექნება განხილვა გუნდში და საბოლოო გადაწყვეტილებას გაცნობებთ. მოულოდნელი იყო ეს დაძაბულობა, ის რაც მოხდა. მინდა, უშუალოდ მოვისმინო პაატა ბურჭულაძის პოზიცია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ პაატა ბურჭულაძემ „გირჩის“ წევრების საარჩევნო სიაში ჩასმის სანაცვლოდ ფული მოითხოვა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თავად ესწრებოდა ჯაფარიძისა და ბურჭულაძის შეხვედრას, თუმცა ასეთი საუბარი არ მოუსმენია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რუხაძე: დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი
შემდეგი სტატიარომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს