გიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებაში” დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც შინაგანადაც ახლოს არიან კრემლთან

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

თამაზ მეჭიაურის განცხადებას, სადაც ის განმარტავს, რომ შესაძლოა ნატო-ზე უარი თქვას, აფასებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ქართულ ოცნებაში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც შინაგანადა ახლოს არიან კრემლთან.

“კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არის ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი, დღეს ქართულ ოცნებაში დარჩნენ ის ადამიანები რომლებიც შინაგანადაც, მენტალურადაც და მათი მრწამსითაც გაცილებით უფრო ახლოს არიან კრემლთან, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც არის ნატო-ს წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებში,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილმა პროკურატურა დატოვა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში ქორწინების სუბიექტების განსაზღვრას მხარს საპატრიარქო და 5 კონფესია უჭერს