გიორგი ვაშაძე: პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირებაა

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და მოსთხოვა, ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პასუხისმგებელი პირის დასახელება.

„ჩემი კულუარული ინფორმაციით, ამ ყველაფრის ავტორი, იყო დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი დაჟინებული მოთხოვნით, გამოვიდა ახალი ინიციატივები, რომელიც სად წაიკითხა, სად ისწავლა ან ვინ ურჩია არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამის ფონზე, პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირებაა. დაპირისპირებაა ასევე მათ გუნდებს შორის, რომლებიც შიდაკულუარულ განხილვებში, ერთმანეთზე გადაბრალებით არიან დაკავებულნი“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ინიციატივები, რომელიც გასულ კვირას მოვისმინეთ, იყო სრულიად აბსურდული და გაუმართლებელი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარი უგუნური ქმედებით, სერიოზული რყევები გამოიწვია და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ეკონომიკას.
„ახალი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ თუ დროულად არ გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები, ქვეყანა შესაძლოა კვლავ აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია
შემდეგი სტატიასაქართველოში ხვალ ყინვა, 8 დეკემბერს კი – თოვლია მოსალოდნელი