გიორგი ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობა” “ბურჯანაძე – დემოკრატებად” გადაიქცა

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

მან მიხეილ სააკაშვილთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვას “ტვპირველის” ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მოგვიანებით, დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

“მიხეილ სააკაშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და ქვეყანა, რომელიც იძირებოდა, მართლაც, ფეხზე დააყენა. ეს იყო ამ ადამიანის დამსახურება; “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურება და არა – ბურჯანაძე-დემოკრატების, როგორადაც ფაქტობრივად გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობა”. ეს ნაციონალური მოძრაობა არ არის”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
შემდეგი სტატიადარეჯან თვალთვაძე სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა