გიორგი ვაშაძე – ხელისუფლება ძირითადად კონცენტრირებულია ოპონენტების დევნაზე

alasania1მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქციაზე მოვედი არის ის, რომ დაპირისპირება ანგრევს ქვეყანას და მხოლოდ ურთიერთანამშრომლობა აშენებს ქვეყანას – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქციაზე მისულმა გიორგი ვაშაძემ.

“როცა ვსვამთ კითხვას, რატომ არ ვითარდება ეკონომიკა, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, ამის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება ძირითადად კონცენტრირებულია ოპონენტების დევნაზე, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე და ამის მაგალითია ე.წ. კაბელების საქმეც,ისევე როგორც აქამდე არაერთი საქმე. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი გადაწყვეტილებების ტალღა,რომელიც იქნება კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და არა შურისძიებასა და გაუტანლობაზე.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის დეპეშა მიიღო
შემდეგი სტატიაქვეყანა დემორალიზებულია და ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში სხედან, გმირები უნდა ყოფილიყვნენ და არა ანტიგმირები